ნიკა გვარამია საქართველოს პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ოს ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოს პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

“ნიკა გვარამია საქართველოს პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები “სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2”-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის “ინტერ მედია” და “ინტერ მედია პლიუსიდან”, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია რუსთავი2-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • 5
  •  
  •  
  •  
  •