საქართველო ოსკარზე რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმს – “შინდისი” წარადგენს

საქართველო ოსკარზე რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმს – “შინდისი” წარადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

გადაწყვეტილება რეჟისორების, დამდგმელი მხატვრის, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინო კრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 12 კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.

გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ოსკარის კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

  • 13
  •  
  •  
  •  
  •