საფეხბურთო მატჩის გამო, პირველ აგვისტოს მეტროპოლიტენი მგზავრებს 00:00 საათამდე მომსახურება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ხვალ, მეტრო, უეფას ერთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გამო, 00:00 საათამდე იმუშავებს.

ამასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს.

“თბილისის მთავრობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თხოვნით, პირველ  აგვისტოს მეტროპოლიტენის მუშაობას 23:00 საათიდან 00:00 საათამდე გაახანგრძლივებს, ამდენად, უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შეუფერხებელი ტრანსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხვალ, “დინამო არენაზე” “დინამო თბილისი” აზერბაიჯანულ “გაბალას” დაუპირისპირდება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

  • 34
  •  
  •  
  •  
  •