1 აგვისტოდან, შესაძლოა “რუსთავი 2”-ის, “ერთსულოვნების” და “ტვ პირველის“ ეროვნული მაუწყებლობა შეწყდეს

ტელეკომპანიები გაითიშება, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე არ იქნება დაფარული

1 აგვისტოდან, შესაძლოა “რუსთავი 2”-ის, “ერთსულოვნების” და “ტვ პირველის“ ეროვნული მაუწყებლობა შეწყდეს.

ამის შესახებ კომპანია “სტერო +”-ის განცხადებაშია ნათქვამი.

“1 აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო +-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“სტერეო +” ციფრულ მაუწყებლობას საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს.

  • 5
  •  
  •  
  •  
  •