გიორგი ცხადაძე და ლიზა კალანდაძე კონცერტს გამართავენ

2 აგვისტოს, ლიზა კალანდაძის და გიორგი ცხადაძის ბენდის - "4+2" პრეზენტაცია გაიმართება

2 აგვისტოს, პარასკევს, ლიზა კალანდაძის და გიორგი ცხადაძის ბენდის – “4+2” პრეზენტაცია გაიმართება.

სხვადასხვა მუსიკალური პროექტების მონაწილეებმა გადაწყვიტეს ერთად გააგრძელონ მუსიკალური კარიერა და ამისთვის ბენდის შემდეგი შემადგენლობა შეკრიბეს: ლევან გიგაური – კლავიში, ბაჩო ამანათაშვილი – დრამი, მახო წარელიძე – ბას გიტარა და გიორგი ტავლალაშვილი გიტარა შეკრიბეს, ბენდის პროდიუსერია დეა ანდრონიკაშვილი.

პრეზენტაციაზე, რომელიც მუსიკალურ სივრცესა და ბარში „ქაოსი“ გაიმართება, ბენდი ქართული და მსოფლიო ჰიტების შესრულებას გეგმავს.

  • 210
  •  
  •  
  •  
  •