ზაზა ფაჩულიას საქართველოში დირკ ნოვიცკი ჩამოჰყავს

ზაზა ფაჩულიას საქართველოში ლეგენდარული კალათბურთელი, გერმანელი დირკ ნოვიცკი ჩამოჰყავს.

გერმანელს ზაზა ფაჩულიას აკადემია 3 აგვისტოს, 17:00 საათზე უმასპინძლებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ზაზა ფაჩულიას აკადემიამ გაავრცელა.

“კალათბურთის ლეგენდა დირკ ნოვიცკი ზაზა ფაჩულიას აკადემიაში.

3 აგვისტოს, 17:00 საათზე გელოდებით. სტუმარი ჩვენი აკადემიის მოთამაშეებს შეხვდება. გაიზიარე წარმატებული კალათბურთელის გამოცდილება, გამოიყენე შესაძლებლობა”, – წერია ინფორმაციაში.

Posted by Zaza Pachulia Basketball Academy on კვირა, 28 ივლისი, 2019

 

  • 36
  •  
  •  
  •  
  •