ევრობასკეტი 2021, ორგზის ჩემპიონი ბასილაშვილი და მედლების წვიმა – როგორი იყო ივლისი ქართული სპორტისთვის

ივლისის თვე ქართული სპორტისთვის შედეგიანი და ძალიან წარმატებული გამოდგა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ივლისში საქართველოსთვის მოხდა, ისაა, რომ გერმანიაში, საქართველოს დედაქალაქი ევრობასკეტის 2021 წლის მასპინძელ ქალაქად დაასახელეს.

2021 წელს, თბილისი, ბერლინთან, მილანთან და პრაღასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძელი ქალაქი იქნება.

წარმატებული გამოდგა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაქოში, სადაც ქართველმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა ჯამში 13 მედალი აიღეს. აქედან 8 მედალი მოჭიდავეებზე მოდის, 5 კი – ძიუდოისტებზე.

ოქროს მედალოსანი

ნიკა ბაჩიაშვილი ( 50კგ, ძიუდო)

ვერცხლის მედალოსნები

ნიკოლოზ სანთელაძე (45 კგ, თავისუფალი ჭიდაობა)

რომეო ბერიძე (55 კგ, ბ/რ ჭიდაობა)

ლუკა გუგეშაშვილი (48 კგ, თავისუფალი ჭიდაობა)

ხვიჩა აბულაძე (48 კგ, ბ/რ ჭიდაობა)

აკაკი ჯაფარიძე ( 81 კგ, ძიუდო )

ბრინჯაოს მედალოსნები

დავით აბდალაძე (60კგ, თავისუფალი ჭიდაობა)

ნიკა ბროლაძე (60 კგ, ბ/რ ჭიდაობა)

დავით ფაცინაშვილი (65 კგ, თავისუფალი ჭიდაობა)

ნუკრი ბენიძე ( 51 კგ, ბ/რ ჭიდაობა)

გვანცა სომხიშვილი (+70 კგ, ძიუდო)

თორნიკე ფოლადიშვილი ( 90 კგ, ძიუდო )

გიგა ტატიაშვილი (+90 კგ, ძიუდო)

გუნდური პირველი ადგილით დახურა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრების გრან პრი, საიდანაც ორი ოქრის მედალი ბექა ღვინიაშვილის (-90კგ) და გელა ზაალიშვილის (100+) ანგარიშზეა, ბრინჯაოები კი – ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ), ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ), ლევან მატიაშვილმა (+100კგ) აიღეს.

თავი გამოიჩინეს ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა პარაძიუდოისტებმაც, რომლებმაც გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს უსინათლო ძიუდოისტთა პირველობაზე და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონი +100 კგ წონით კატეგორიაში რევაზ ჩიკოიძე გახდა, ვერცხლის მედალს ზვიად გოგოჭური (-100 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალს ზურაბ ზურაბიანი (-60 კგ) დაეუფლა.

საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა კი, ევროპის ჩემპიონატზე კონტინენტის ექვს საუკეთესო გუნდს შორის დაიმკვიდრეს ადგილი.

ივლისის სპორტული ღონისძიებების ტრიუმფატორი კი უდავოდ ნიკოლოზ ბასილაშვილია, რომელიც, ლეგენდარული როჯერ ფედერერის შემდეგ, მეორე ჩოგბურთელია, ვინც ჰამბურგის ღია პირველობა ზედიზედ ორჯერ მოიგო, ტიტული შეინარჩუნა და 500 სარეიტინგო ქულაც დაიცვა.

 

 

 

  • 960
  •  
  •  
  •  
  •