წყალბურთი: “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე იასპარეზებს

წყალბურთის გუნდი “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე იასპარეზებს.

ამ ინფორმაციას კლუბი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

როგორც კლუბი იუწყება, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გადაწყვეტილებით, ევროპის TOP 16 გუნდს შორის ითამაშებს.

30 აგვისტოს, ბარსელონაში გამართულ კენჭისყრაზე, ცნობილი გახდება ჯგუფი, რომელშიც ჩვენი გუნდი მოხვდება.

“მადლობას ვუხდით საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციას თანადგომისთვის”, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • 7
  •  
  •  
  •  
  •