ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს.

როგორც ცნობილია, ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში, “ვანოს შოუს” გადაღებაზე იმყოფებოდა. კომპანიის შენობიდან გასვლის შემდეგ ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას ექვსიდან ცხრა წლამდე.

  • 5
  •  
  •  
  •  
  •