“დინამო თბილისმა” “გაბალა” გასვლაზე დაამარცხა

“დინამო თბილისმა” უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა, აზერბაიჯანში, გაბალაში გამართა და მასპინძელი გუნდი 0:2 დაამარცხა.

პირველი ტაიმის დასასრულს, ლევან კუტალიამ შესანიშნავი გოლით საკუთარი გუნდი დააწინაურა და “დინამო” შესვენებაზე უპირატესობით გავიდა.

74-ე წუთზე, ფელის ვისენტემ მოედანზე ქავთარაძის ნაცვლად დაფე შემოიყვანა და ცვლილებაც გამოიცნო. დაფემ “დინამოელთა” უპირატესობა ორამდე გაზარდა და განმეორებითი შეხვედრის წინ, ქართულმა კლუბმა აზერბაიჯანელ მეტოქესთან სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.

განმეორებითი მატჩი “დინამო არენაზე” პირველ აგვისტოს გაიმართება.

ფოტო: დინამო თბილისი

  • 86
  •  
  •  
  •  
  •