აშშ-ს საელჩოს სპეციალური განცხადება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

აშშ-ს საელჩო: ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით

აშშ-ის საელჩო საქართველოში შეშფოთებას გამოთქვამს “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, წაყენებული ბრალდებების თაობაზე და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ “თი-ბი-სი” ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით. მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.

ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • 7
  •  
  •  
  •  
  •