უსახსრობის გამო, დათა ქაჯაია TCR ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას წყვეტს

ავტომრბოლელი დათა ქაჯაია, TCR ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას წყვეტს.

ამის მიზეზი კი ფინანსების არქონაა.

სპორტსმენი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“მეგობრებო! ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პოსტის დაწერა მიწევს: არასაკმარისი ფინანსური სახსრების გამო იძულებული ვართ შევწყვიტოთ ასპარეზობა TCR-ის ევროპის ჩემპიონატზე.

მოგეხსენებათ, რა რთულია დაფინანსებით დაინტერესებული კერძო კომპანიების პოვნა საქართველოში 😐

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს ჩემს სპონსორებში, ჩემს მხარდამჭერებში და ჩემს გულშემატკივრებში ვინც გვერდში მედექით და აქამდე მომიყვანეთ”, – წერს დათა ქაჯაია.

  • 15
  •  
  •  
  •  
  •