ქუთაისის “ტორპედო” ევროპას დაემშვიდობა, კახა ცხადაძის “ორდაბასი” შემდეგ ეტაპზეა

ქუთაისის “ტორპედო” ევროპის ლიგას დაემშვიდობა.

კახა ჩხეტიანის გუნდი კახა ცხადაძის “ორდაბასთან” შინაც დამარცხდა.

იმერულ კლუბს გასვლაზე მინიმალური სხვაობით ჰქონდა წაგებული და შანსს ინარჩუნებდა შემდეგ ეტაპზე გასვლის. ყაზახურმა კლუბმა, რომელსაც ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი, კახა ცხადაძე წვრთნის, მეორე ტაიმის ბოლო 14 წუთში შეძლო “ტორპედოს” კარში ორი ბურთის გატანა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მომავალი მეტოქე გაარკვია საჩხერის “ჩიხურამაც”, რომელმაც ლუქსემბურგის “ფოლა” გამოთიშა ასპარეზობას. შემდეგ ხუთშაბათს, სოსო ფრუიძის გუნდი შოტლანდიურ “აბერდინს” შეერკინება.

“დინამო თბილისმა” შინ ანდორული “ენგორდანი” გაანადგურა და იქვე გაინაღდა შემდეგ ეტაპზე ასპარეზობა, გასვლაზე კი ფელის ვისენტეს გუნდმა მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა, რაც მატჩის ერთადერთი გოლი აღმოჩნდა. თბილისელები აზერბაიჯანულ “გაბალას” დაუპირისპირდებიან მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ფოტო: ტორპედო

  • 26
  •  
  •  
  •  
  •