კახა აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა

კახა აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

ამ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კახა აბაშიძემ “დისნეიში” იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის, აფრიკისა და განვითარებული ბაზრების ვიცე-პრეზიდენტად ტელეარხების დისტრიბუციის დარგში მუშაობა 2008 წელს დაიყო. ის “დისნეის” ოფისს დღემდე თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში უძღვებოდა, სადაც მედიადისტრიბუციისგანვითარებას კურირებდა.

“დისნეის” ახალი გენერალური დირექტორი ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ფოქსის რუსულ წარმომადგენლობაში მოღვაწეობდა, სადაც ის კომერციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

  • 21
  •  
  •  
  •  
  •