ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2”-სთვის სასამართლოში იდავებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის სასამართლოში იდავებს.

ოქრუაშვილსი ადვოკატმა, საქალაქო სასამართლოში სარჩელი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ უკვე შეიტანა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა და არა ქიბარ ხალვაშის.

ოქრუაშვილის ადვოკატის განცხადებით, ჯერ კიდევ 2016 წელს მედიასივრცეში გამოჩნდა 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ნომინირებული პირი იყო და თუ ხალვაში შეთანხმებას დაარღვევდა მან ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი პროცენტებთან ერთად უნდა გადაუხადოს. სარჩელი ოქრუაშვილის ადვოკატმა შეიტანა.

“შეგვაქვს სარჩელი ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა ყადაღის დადებაზე, გუშინ ქიბარ ხალვაში მიერ რეესტრში დარეგისტრირებული “რუსთავი2”-ის წილებზე. ეს არის მოთხოვნა, ყადაღის თაობაზე, სარჩელს შევიტანთ მომდევნო კვირაში და ეს უკვე იქნება ირაკლი ოქრუაშვილისთვის “რუსთავი2”-ისთვის გადაცემის მოთხოვნა. ამის საფუძველი არის შეთანხმება ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის დაიდო, 2010 წელს ქალაქ ბერლინში, ეს არის ყველაფრის საფუძველი რომ ჩვენ არამარტო ყადაღა დავადოთ წილებს, დავიბრუნოთ ეს ქონება. 2004 წელს გვახსოვს,რომ ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა “რუსთავი2″-ის 100%, მაშინ ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული პირი, ამიტომ ბუნებრივია წილები გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს თანხის მიღების გარეშე. არავისთვის უცხო არ არის,რომ ქიბარ ხალვაში არამხოლოდ რუსთავი2-ის არამედ სხვა ბიზნესშიც წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ინტერესებს. დღეს ბევრია საუბარი იმაზე, რომ ეს დოკუმენტები ყალბია, ამას ამბობს პაატა სალიაც,რომელიც რა თქმა უნდა ტყუის, არსებობს დადასტურებული მტკიცებულება სამი ექსპერტისა, მათ შორის პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტისა, რომ ეს არის ნამდვილი, ასევე ჩანიშნულია ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, სადაც არ ცხადდება ბატონი ხალვაში”, განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ანა რეხვიაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, გია ზედელაშვილი ამბობს,რომ ამ დოკუმენტების მიხედვით დასტურდება, რომ “რუსთავი2”-ის წილი შეძენილი იქნა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელით. ასევე დასტურდება,რომ წილზე საკუთრების უფლება აქვს ირაკლი ოქრუაშვილს და არა ქიბარ ხალვაშს. როგორც ადვოკატი განმარტავს, ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლებამოსილება ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე მოეხდინა რაიმე საქმიანობა “რუსთავი2”-თან მიმართებაში და თუ ამ პირობას დაარღვევდა ის ვალდებულია ირაკლი ოქრუაშვილს გადაუხადოს 7 მილიონი დოლარი. ადვოკატი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშმა ეს პირობა დაარღვია.

  • 8
  •  
  •  
  •  
  •