კახა ჩხეტიანი ყაზახ ჟურნალისტებს: რუსულად არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ქართული ენა ძალიან ლამაზია

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ყაზახურ “ორდაბასთან” მარცხის შემდეგ, ადგილობრივ ჟურნალისტებს კითხვებზე უპასუხა, თანაც არა რუსულ, არამედ ქართულ ენაზე!

როგორც იმერული კლუბის პრესცენტრი იუწყება, ყაზახური მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა – გავიგეთ, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ, მაგრამ ქართულად გვესაუბრებით, რატომ?

“იმიტომ, რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს… ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად”, – უპასუხა კახა ჩხეტიანმა.

ქუთაისის “ტორპედო” ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, გასვლაზე მინიმალური სხვაობით – 1:0 დამარცხდა.

ფოტო: ტორპედო

  • 297
  •  
  •  
  •  
  •