“ჩიხურამ” ლუქსემბურგში მოიგო

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა საჩხერის “ჩიხურამ” ლუქსემბურგში, “ფოლეს” წინააღმდეგ გამართა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, მატჩის შემოტრიალება და მოგება შეძლო.

მასპინძლები, 22-ე წუთზე, 11 მეტრიანით დაწინაურდნენ. “ჩიხურამ” წონასწორობის აღდგენა 59-ე წუთზე სარდალიშვილის გოლით მოახერხა. გადამწყვეტი გოლი კი გიორგი კორიფაძის ანგარიშზეა, რომელმაც ასევე პენალტით შეძლო საკუთარი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვების მოტანა.

სოსო ფრუიძის გუნდი განმეორებით შეხვედრას 18 ივლისს ჩაატარებს.

ფოტო: ჩიხურა

  • 12
  •  
  •  
  •  
  •