საფეხბურთო გაკვეთილი: “დინამო” – “ენგორდანი” – 6:0

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი „დინამო თბილისმა“ ანდორული „ენგორდანის“ განადგურებით დაიწყო.

პირველ შეხვედრაში, ფელის ვისენტეს გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 6:0 დაამარცხა.
ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა. ნინუამ საჯარიმო უბადლოდ შეასრულა – 1:0.

21-ე წუთზე, გიორგი კუხიანიძემ გაისროლა. დარტყმა ულამაზესი გამოუვიდა, “დინამო” კი წინ ორბურთიანი უპირატესობით გავიდა.

პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა, მეორეს სტარტზე კი „დინამომ“ ბურთზე ინიციატივა, რატომღაც, მეტოქეს დაუთმო. ამას ის მოჰყვა, რომ ანდორელებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს ქართველთა კარისკენ დარტყმა. „დინამომ“ კი კიდევ ოთხჯერ გაიტანა.

ჯერ ქავთარაძემ გაიტანა, შემდეგ კი კუხიანიძემ 72-ე წუთზე დუბლი გაიფორმა, ორი წუთით ადრე კი კუტალიამაც შეძლო თავისი წვლილის შეტანა და მეხუთე ბურთი მიითვალა. შეხვედრაში ბოლო გოლი 81-ე წუთზე გავიდა. გიორგი ზარიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 6:0.

უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ქუთაისის “ტორპედომ” ყაზახეთში “ორდაბასთან” მინიმალური სხვაობით წააგო, საჩხერის ჩიხურა კი ლუქსემბურგის “ფოლასთან” ამ წუთებში თამაშობს და ანგარიში იქ 1:1-ია.

განმეორებითი მატჩი, ანდორაში, 18 ივლისს გაიმართება.

ფოტო: დინამო თბილისი

  • 49
  •  
  •  
  •  
  •