“საბურთალომ” გასვლაზე “შერიფი” გაანადგურა

წარმატებით დაიწყო უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ჩემპიონმა “საბურთალომ”.

გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, მოლდოვაში, ტირასპოლის “შერიფს” კარგი გაკვეთილი ჩაუტარა და 0:3 დაამარცხა, რითიც შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

საბურთალოელები 30-ე წუთზე როლოვიჩმა დააწინაურა. მეორე ტაიმში კი თავი კოხრეიძემ და კაკუბავამ გამოიჩინეს. საპასუხოდ, “შერიფს” ღირსეული არაფერი გაუკეთებია, რაც იმას ნიშნავს, რომ განმეორებითი მატჩის წინ, ქართულ გუნდს უდიდესი უპირატესობა ექნება, თანაც საკუთარ მოედანზე.

ფოტო: საბურთალო

  • 158
  •  
  •  
  •  
  •