Exclusive: ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია

ზაზა დოლიძე "დინამო თბილისის" დირექტორად დაინიშნა

ქართული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია.

ზაზა დოლიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს დილით დაწერა და ის საფეხბურთო კლუბ “დინამო თბილისის” დირექტორად იმუშავებს.

აღნიშნული ინფორმაცია “რეკორდერს” თავად დოლიძემაც დაუდასტურა.

თუ ვინ შეცვლის დოლიძეს ფეხბურთის განვითარების ფონდში, ჯერჯერობით უცნობია. ის, ამ თანამდებობას, ფონდის დაარსების დღიდან იკავებდა.

  • 36
  •  
  •  
  •  
  •