მირზა სუბელიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

ხორავას ქუჩის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაპატიმრებულმა მირზა სუბელიანმა, საპატიმრო დატოვა.

საქართველოს პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, გლდანის მერვე საპყრობილის დატოვების შემდეგ, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მირზა სუბელიანი ზუსტად ერთი წლის წინ დააკავეს. მას, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მკვლელობის დაფარვის ბრალდებით, 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიესაჯა.

  • 9
  •  
  •  
  •  
  •