მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 1 მილიონ 394 000 ლარი გამოიმუშავეს

მინსკის მეორე ევროპული თამაშები საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 30 მედლით დაასრულა

საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, მთავრობის 2014 წლის #39 დადგენილების საფუძველზე, მეორე ევროპულ თამაშებზე მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 1 394 000 ლარის საპრემიო თანხა გამოიმუშავეს.

ოქროს მედლისთვის, ევროპულ თამაშებზე, ისევე როგორც ევროპირველობაზე, ქვეყანამ საკუთარი სპორტსმენი 68 000 ლარით წაახალისა, ვერცხლის მედალოსნები – 51 ათასი ლარით, ბრინჯაო კი – 34 ათასი ლარით.
61 მონაწილიდან, 30-მა ქართველმა სხვადასხვა სინჯის მედლის მოპოვება შეძლო. აქედან, 6 ოქროა, 10 – ვერცხლი, 14 კი ბრინჯაო.

ოქროს მედლების ჯამური თანხა 408 ათასი ლარია, ვერცხლი – 510 000 ლარი, ბრინჯაო – 476 ათასი ლარი.
მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს:

ოქროს მედალოსნები

1. ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)
2. დავით ლორიაშვილი (სამბო)
3. ლევან ნახუცრიშვილი (სამბო)
4. ბექა ბერძენიშვილი (სამბო)
5. გურამ თუშიშვილი (ძიუდო)
6. ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო)
ვერცხლის მედალოსნები
1. მინდია ლილუაშვილი (სამბო)
2. ნინო ოძელაშვილი (სამბო)
3. ელენე ქებაძე (სამბო)
4. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო)
5. გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
6. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
7. ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)
8. შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
9. იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
10. სახილ ალახვერდოვი (კრივი)

ბრინჯაოს მედალოსნები

1. ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა)
2. ამირან პაპინაშვილი (ძიუდო)
3. ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო)
4. ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო)
5. ლუკა მაისურაძე (ძიუდო)
6. ბესარიონ ბერულავა (სამბო)
7. გივი ნადარეიშვილი (სამბო)
8. პაატა ღვინიაშვილი (სამბო)
9. გენადი ჩირგაძე (სამბო)
10. ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
11. ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
12. დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
13. ოთარ ერანოსიანი (კრივი)
14. გოგიტა არქანია (კარატე)

აღნიშნულ საპრემიო თანხებს სპორტსმენები, სპორტული ფედერაციები, მწვრთნელები, პერსონალი და მედიკოსთა გუნდი ივლისის ბოლოს მიიღებს.

  • 106
  •  
  •  
  •  
  •