კახა კალაძე: დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ

თბილისის მერი და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას საკადრო გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს პროვოკაციაა და რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

“ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ.

ამას მარტივი სახელი ქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​

ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ”, – წერს კახა კალაძე.

გიორგი გაბუნიამ გადაცემის დაწყებისას, რუსეთის ფედერაცის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია და მის მშობლებსაც აგინა.

  • 255
  •  
  •  
  •  
  •