იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130კგ) მეორე ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანია.

მძიმეწონოსანმა ფალავანმა, ოქროს ფინალი ბელარუს კირილ ჰრიშანკასთან წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მინსკის თამაშებზე გამოსვლა 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ბრინჯაოს მფლობელი დავით ჩხარტიშვილი (60კგ) გახდა, ხოლო ვერცხლი შმაგი ბოლქვაძეს ერგო (67კგ).

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა მინსკის თამაშებზე 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

  • 77
  •  
  •  
  •  
  •