მიკერძოებული მსაჯობით, შმაგი ბოლქვაძე ევროპის თამაშების ვიცე-ჩემპიონია

ბერნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე მეორე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონია.

ფინალურ მატჩში, ქართველი ფალავანი რუს ზაურ კაბალიევს უპირისპირდებოდა. მისი მეტოქე მთელი შეხვედრის განმავლობაში პასიური იყო, თუმცა, მსაჯების აშკარა მიკერძოებით, როდესაც ქართველი 0:1 ამრცხებდა რუსს, პასიურობისთვის ბოლქვაძე დასაჯეს, პარტერში კი რუსმა ორ ქულიანი ილეთი შეასრულა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია. დღეს, ბრინჯაო ეროვნულ გუნდს დავით ჩხარტიშვილმა მოუტანა.

ხვალ, ოქროსთვის – იაკობ ქაჯაია, ხოლო ბრინჯაოსთვის, რევაზ ნადარეიშვილი იბრძოლებს.

  • 134
  •  
  •  
  •  
  •