ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩხარტიშვილი მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

ჩხარტიშვილმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 27-ე მედალი მოუტანა.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დავით ჩხარტიშვილმა (60კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ოზურგეთელმა ფალავანმა რუმინელი არნაუტი დაამარცხა და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 27-ე მედალი მოუტანა.

დღესვე, ოქროს მედლისთვის შმაგი ბოლქვაძე იჭიდავებს. ხვალ კი ოქროსთვის იაკობ ქაჯაია იბრძოლებს. ბრინჯაოს აღების შანსი გაუჩნდა რევაზ ნადარეიშვილსაც.

მეორე საშეჯიბრო დღის ფინალები ხვალ გაიმართება.

  • 138
  •  
  •  
  •  
  •