შმაგი ბოლქვაძე მეორე ევროპული თამაშების ფინალში რუს კაბალოევს დაეჭიდება

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე (67კგ) მეორე ევროპული თამაშების ფინალში იჭიდავებს.

ქართველმა ფალავანმა ფინალამდე ქულების დაუკარგავად მიაღწია. გადამწყვეტ ბრძოლაში კი სომეხი კარენ ასლანიანი 5:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის რუს ზაურ კაბალოევს დაეჭიდება.

ფინალში გასვლის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან დავით ჩხარტიშვილმა (60კგ), რომელმაც დრამატულ ბძოლაში, უნგრელ ერიკ ტორბასთან მინიმალური სხვაობით – 6:5 წააგო. ამ დაპირისპირებაში სტარტზე ჩხარტიშვილი დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა პარტერში ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მეტოქეს გდება გაუკეთა და აქვე ქულა დაკარგა. მსაჯებმა ეს ეპიზოდი 4 ქულად შეაფასეს და უნგრელი 4:1 დაწინაურდა, თუმცა აქვე ნაკრების მწვრთნელებმა ჩელენჯი დააფიქსირეს და სწორედ ჩხარტიშვილს ჩაუთვალეს 4 ქულად შესრულებული ილეთი, მის მეტოქეს კი – სამ ქულად და სიტუაცია კვლავ შეიცვალა – 3:5.

შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, უნგრელმა პარტერიდან კვლავ მოიპოვა ქულა, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა და ჩხარტიშვილი ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ფოტო: ჭიდაობის ფედერაცია

  • 531
  •  
  •  
  •  
  •