ელიზბარ ოდიკაძე მინსკის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

მეოთხე მედალი ნაკრებს ელიზბარ ოდიკაძემ შემატა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინის სახელით მოასპარეზე  მურაზ მჭედლიძე 5:0 დაამარცხა.

ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედლები გივი მაჭარაშვილმა (125კგ) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65კგ) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო – ავთანდილ კენჭაძემ (74კგ).

ხვალ, მინსკში ევროპულ თამაშებზე ბერძნულ-რომაული დღეები იწყება.

პირველები ასპარეზობაში 60, 67 და 77 კგ კატეგორიის ფალავნები ჩაებმებიან რომლებიც წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვდრებს გამართავენ.

საქართველოს სახელით კი დათო ჩხარტიშვილი (60 კგ), შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) და გელა ბოლქვაძე (77 კგ) იჭიდავებენ.

  • 242
  •  
  •  
  •  
  •