ვარლამ ლიპატელიანი ევროპის თამაშებისა და ევროპის ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპულ თამაშებზა და ევროპირველობაზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის თამაშებისა და ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

ოქროს ფინალი, “ლიპომ” რუსეთის სახელით მოასპარეზე სომეხ სპორტსმენთან, არმან ადამიანთან დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ვინაიდან, ევროპის თამაშებზე დაფიქსირებულ შედეგს, წელს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ევროპირველობის შედეგადაც თვლის, ვარლამ ლიპარტელიანს ორი ვერცხლის მედალი ერგო.

ევროპის ჩემპიონატებზე ნაკრების კაპიტნისთვის ეს რიგით მეხუთე ვერცხლის მედალია. მის აქტივში 3 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია.

ჯამში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ევროპულ თამაშებსა და ევროპირველობაზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

  • 191
  •  
  •  
  •  
  •