სირილ მარე დამარცხებულია – “ლიპო” ფინალშია

ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი მინსკის ევროპული თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალშია.

ქართველმა ფალავანმა (-100კგ) ფინალში გამსვლელ ბრძოლაში ფრანგ სირილ მარეს შანსი არ დაუტოვა და არასრულ ორ წუთში იპონით სძლია.

მარესა და “ლიპოს” დაპირისპირება ნაადრევ ფინალად მოინათლა. შესაბამისად, ოქროს მედლის მოგების ფავორიტი სწორედ ვარლამ ლიპარტელიანია.

კაპიტანმა ფინალამდე ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო, ოქროსთვის კი რუსეთის სახელით მოასპარეზე არმენ ადამიანს დაეჭიდება.

  • 419
  •  
  •  
  •  
  •