რევანში აღებულია – გურამ თუშიშვილმა გროლი დაამარცხა და ფინალშია

მსოფლიო ჩემპიონი, გურამ თუშიშვილი(+100კგ), ევროპის ჩემპიონატისა და მინსკის ევროპული თამაშების ფინალში გავიდა.

ოსაკაში განცდილი მარცხისთვის, თუშიშვილმა ჰოლანდიელ გროლთან შური ბელარუსის დედაქალაქში იძია და მას იპონით მოუგო.

ოქროს ფინალში, გურამ თუშიშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურსა და რუს ტასოევს შორის გამარჯვებულს შეერკინება.

ოქროსთვის იჭიდავებს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანიც, რომელიც ურთიერთობებს რუს კარენ ადამიანთან გაარკვევს.

  • 183
  •  
  •  
  •  
  •