ნინო სალუქვაძემ შვილთან ერთად მინსკის ევროპის თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლეგენდარულმა ქართველმა მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ, თავის ვაჟთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად, დღეს, 50 მეტრიან დისტანციაზე სროლაში, შერეულ წყვილებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი ფინალურ ოთხეულში მოხვდნენ, სადაც 0.5 ქულით წააგეს ლატვიასთან, თუმცა მასპინძელ ბელარუსს აჯობეს.

ფოტო: სროლის ფედერაცია

 

 

  • 119
  •  
  •  
  •  
  •