მამუკა ხაზარაძე: მზად ვარ დავაფინანსო 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის

“თიბისი ბანკის” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დააფინანსოს 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის და ამით მხარი დაუჭიროს ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას.

ამის შესახებ ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

“მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ “თიბისი ჰოლდინგის” სახელით დავაფინანსო “ეარზენას” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა აიკრძალება. ამასთან, პუტინის განაკრგულებით, 8 ივლისამდე რუსმა ტურისტებმა საქართველო უნდა დატოვონ.

  • 67
  •  
  •  
  •  
  •