პარლამენტის წინ შეკრებილებს პოლიცია ამ დრომდე არბევს

პარლამენტის წინ პოლიციის სპეცრაზმის დამატებითი ძალები მიემართებიან

პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიცია ამ დრომდე არბევს.

აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სამართალდამცავები რეზინიის ტყვიებს ისვრიან და ცრემლსადენ გაზს იყენებენ.

პოლიციამ პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები რამდენჯერმე დაარბია, თუმცა ისინი ტერიტორიის დატოვებას მაინც არ აპირებენ.

ამ წუთებში, ხალხის მასა შეთხელებულია, პოლიცია კი მათ დამიზნებით ესვრის.

ასევე ამ წუთებში, პარლამენტის შენობის წინ პოლიციის სპეც რაზმის დამატებითი ჯგუფები მიემართებიან.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დღეს, პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა და მართლმადიდებელთ საპარლამენტო ასამბლეა გახსნა.

  • 49
  •  
  •  
  •  
  •