გურამ კაშია: განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე კაპიტანი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე კაპიტანი, გურამ კაშია, თბილისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გურამ კაშია ფოტოს აქვეყნებს საქართველოს დროშით და წერს, რომ თბილისში განვითრებული მოვლენების გამო განიცდის.

“განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო და ვინც რაიმე სახის დაზიანება მიიღო, მინდა, ყველას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო.

#რუსეთიოკუპანტია – მას ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტზე მეტი აქვს ოკუპირებული”, – წერს გურამ კაშია.

  • 125
  •  
  •  
  •  
  •