თამარ ჩუგოშვილი რუს დეპუტატზე: ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი

“ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდომას.

“ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი.

არ ვიცი რა უნდა ვთქვა.

ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა”, – წერს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიიდან, სერგეი გავრილოვი, საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას უძღვება. მან, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა.

  • 6
  •  
  •  
  •  
  •