რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში (ფოტო)

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატი “კომუნისტური პარტიიდან”, სერგეი გავრილოვი უძღვება.

რუსმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და სესია ისე გახსნა.

ამ ასამბლეის ჩატარებას აპროტესტეს საპარლამენტო ოპოზიცია.

საქართველოში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე 25 ქვეყნის 100-მდე მონაწილე ჩამოვიდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტო: ტვ პირველი

  • 484
  •  
  •  
  •  
  •