ქართველი მოჭიდავეები მინსკში ტრიუმფისთვის ემზადებიან (ვიდეო)

რეპორტაჟი დუშეთიდან

მინსკის მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე მხოლოდ სამი დღეა დარჩენილი. ერთ-ერთი გამწევი ძალა ევროპის ოლიმპიადაზე, სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, სწორედ მოჭიდავეები იქნებიან.

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დუშეთში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან.

ბელარუსის დედაქალაქში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ საკუთარი შეგირდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეაჯიბრა. მისი გუნდი მინსკში 22 ივნისს გაემგზავრება, ბექა როყვასი კი – 25 ივნისს. შესაბამისად, მათ უფრო მეტი დრო რჩებათ მოსამზადებლად და ვარჯიშებიც ტექნიკური ხასიათისაა. აქცენტი სისწრაფესა და გამძლეობაზე კეთდება.

როგორ ჩაიარა მოსამზადებელმა ეტაპმა და როგორ ემზადებიან ქართველი მოჭიდავეები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთგვარი რეპეტიციისთვის –  „რეკორდერი“ დუშეთიდან გიამბობთ.

ქართველი მოჭიდავეები მინსკში ტრიუმფისთვის ემზადებიან

მინსკის მეორე ევროპული თამაშების დაწყებამდე მხოლოდ სამი დღეა დარჩენილი. ერთ-ერთი გამწევი ძალა ევროპის ოლიმპიადაზე, სპორტის სხვა სახეობებთან ერთად, სწორედ მოჭიდავეები იქნებიან.თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები დუშეთში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან. ბელარუსის დედაქალაქში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ საკუთარი შეგირდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეაჯიბრა. მისი გუნდი მინსკში 22 ივნისს გაემგზავრება, ბექა როყვასი კი – 25 ივნისს. შესაბამისად, მათ უფრო მეტი დრო რჩებათ მოსამზადებლად და ვარჯიშებიც ტექნიკური ხასიათისაა. აქცენტი სისწრაფესა და გამძლეობაზე კეთდება. როგორ ჩაიარა მოსამზადებელმა ეტაპმა და როგორ ემზადებიან ქართველი მოჭიდავეები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთგვარი რეპეტიციისთვის – „რეკორდერი“ დუშეთიდან გიამბობთ.ავტორები: მაგდა კლდიაშვილი, სალომე ბალახაშვილი

Posted by The Recorder on ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2019

ავტორები:

მაგდა კლდიაშვილი

სალომე ბალახაშვილი

  •  
  •  
  •  
  •  
  •