ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს პასუხი მოსთხოვა

ბიძინა ივანიშვილი: ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს პარტიის ფეისბუქის გვერდის მეშვეობით ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს იყო პროტოკოლიური შეცდომა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადება პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

“სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტში, დღეს, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიიდან, სერგეი გავრილოვმა, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეა გახსნა.

  • 84
  •  
  •  
  •  
  •