შეკვეთილში საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ატრაქციონებმა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის უფასოდ იმუშავეს

კურორტ შეკვეთილში საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

ატრაქციონების პარკ „ციცინათელასა“ და “მინიატურების პარკში” ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი გაიმართა.

სეზონის საზეიმო გახსნას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაია და ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ.

ატრაქციონებმა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის უფასოდ იმუშავეს.

ღონისძიება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ორგანიზებით, ასევე ა.(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან“ არსებული ფოკლორული ანსამბლების ჩართულობით ჩატარდა.

ღონისძიების კომპოზიციურ გაფორმებაზე ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ანსამბლმა “გურიამ” იზრუნა.

  • 41
  •  
  •  
  •  
  •