- საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის 25 წლისთავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს "არმიჰოლში" აღინიშნა
- აშშ-ს საელჩო: კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე
- რობერტ კობლიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონი ლაშა გობაძე დაამარცხა და საქართველოს თასი მოიგო
- გიორგი გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი
- ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ
ფინანსური დავალიანების გამო, “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელები ტოვებენ
კლუბმა ფეხბურთელებს აპრილის თვის ხელფასის მხოლოდ 25% პროცენტი ჩაურიცხა

როგორც “რეკორდერისთვის” გახდა ცნობილი, საფეხბურთო კლუბ “ვიტ ჯორჯიას”, ფინანსური დავალიანებების გამო, ფეხბურთელები ტოვებენ.
გუნდი ზურაბ ღირდალაძე, ალეკო ჩაკვეტაძე, გიორგი გაფრინდაშვილმა და დავით საჯაიამ დატოვეს.
მათი გათავისუფლების ფურცელი ძალაში 18 ივნისიდან შევა. კლუბმა მოთამაშეებს მხოლოდ აპრილის თვის ხელფასის 25% ჩაურიცხა, დარჩენილ დავალიანებას კი, როდის გაისტუმრებენ, ამას ფეხბურთელებს ვერ ეუბნებიან.
“ვიტ ჯორჯია” ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 50 ათასი ლარითა და მინუს 6 ქულით დააჯარიმა. საქმე გარიგებულ თამაშებში მონაწილე ფეხბურთელებს ეხება. გუნდის 5 ფეხბურთელს – შეროზიას, გეთიაშვილს, ღუდუშაურს, მაისურაძესა და კიკნაველიძეს ფეხბურთში საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ.
სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელების მიმართ მხოლოდ ორ კვირიანი დავალიანება ჰქონდა.
65