თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირიან მაისურაძე ევროპის ჩემპიონია

ოქროს ფინალში ქართველმა ფალავანმა სომეხი კონკურენტი 3:2 დაამარცხა

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ახალგაზრდებს შორის, თავისუფალი სტილით მოჭიდავე მირიან მაისურაძემ (86კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრამდე, მაისურაძემ აზერბაიჯანელი მაილოვი დაამარცხა, შემდეგ კი მოლდოველ ნედეალკოსა და უკრაინელ კარაჩენკოს სძლია. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში, ქართველმა ფალავანმა სომეხი მხერ მარკოსიანი 3:2 დაჯაბნა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ევროპირველობაზე, ჯამში, სამი მედალი აიღო. გოგა მამიაურმა (74კგ) და ვასილ ხვისტანმა (125კგ) მესმე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

  • 81
  •  
  •  
  •  
  •