ღორის აფრიკული ცხელების აფეთქების ფონზე, აზიის ბაზრებზე ღორის ხორცის ფასი გაიზარდა

რატომ იზრდება სურსათზე ფასი?

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – მაისში, ყველისა და სიმინდის ფასების ცვლილების ხარჯზე გაიზარდა და 172.4 ერთეულიქულა შეადგინა, რითაც ამ წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. აპრილის თვესთან შედარებით, მაისში ფასების ინდექსი 1.2%-თაა მომატებული, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდის ნიშნულთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია FAO-ს რძისა და რძის პროდუქტების ფასებმა, რომელიც, აპრილის თვესთან შედარებით, 5%-ითაა მომატებული. ფასების მატება, ძირითადად, ოკეანის ქვეყნებში გვალვით და მარაგების ნაკლებობითაა გამოწვეული.

1.4%-ითაა გაზრდილი მარცვლეულის ფასების ინდექსი, რაც სიმინდზე გაზრდილი მოთხოვნისა და მიწოდების სიმცირემ განაპირობა. სიმინდზე ფასების ზრდის მიზეზია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამუდმებული წყალდიდობები და წვიმები, რის გამოც, ვერ ხერხდება კულტურის თესვა. მაისის თვეში შემცირდა ხორბლის ფასების ინდექსი, მაშინ როცა ბრინჯის გლობალური ფასი უცვლელი იყო.

შემცირებულია FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი, კლებამ 3.2% შეადგინა – ინდოეთიდან დიდი ოდენობით შაქრის ექსპორტმა შეავსო მსოფლიოს შაქრის ყველაზე მსხვილი მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში არსებული 17% დანაკლისი, რის შედეგადაც, მაისის თვეში სასურსათო კალათის ამ პროდუქტზე ფასმა დაიწია.

პალმის ზეთის დიდი მარაგის ფონზე, 1.1%-ით შემცირდა ფასები მცენარეულ ზეთზე, მცირედითაა გაზრდილი ფასები მზესუმზირის და სოიოს ზეთზე.

მაისის თვეში გაზრდილია FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი, რაც ღორის აფრიკული ცხელების აფეთქების ფონზე აზიის ბაზრებზე ამ პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნითა და მიწოდების სიმცირით არის გამოწვეული. აპრილის თვესთან შედარებით, ფასები შემცირდა საქონლის ხორცზე, რაც პროდუქტის დიდი მარაგით არის განპირობებული.

 

  • 7
  •  
  •  
  •  
  •