ქუთაისის მერსა და “ჰუალინგ ჯგუფს” შორის “ტორპედოს” თაობაზე შეხვედრა არ ყოფილა

გიორგი ჭიღვარია "ტორპედოს" სტადიონისა და ბაზის გასხვისებას არ განიხილავს

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია “ჰუალინგ ჯგუფს” საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” თემაზე არ შეხვედრია და კომპანის არც ერთ წარმომადგენელთან არ უსაუბრია.

როგორც “რეკორდერს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, მერი მხოლოდ კლუბის ამჟამინდელ მფლობელს, ზაალ ჩაჩავას შეხვდა და მისგან გუნდში არსებული ვითარება მოისმინა.

ქუთაისის მერიის პრესსამსახური უარჰყოფს ინფორმაციას ამ შეხვედრასთან დაკავშირებით და აზუსტებს, რომ გიორგი ღიჭვარიას მერობის დროს, “ტორპედოს” ბაზისა და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის გასხვისება არ მოხდება ან თუ მოხდება, მხოლოდ ერთი პირობით – მისი დანიშნულება და ფუნქცია არ უნდა შეიცვალოს.

“ჰუალინგის” წარმომადგენლებს არ შეხვედრია ქალაქის მერი, შეხვდა მხოლოდ ზაალ ჩაჩავას და საუბარი იყო გუნდში არსებულ საკითხებზე. რაც შეეხება ბაზის გასხვისებას და ტორპედოს მოედნის თემას, გიორგი ღიჭვარიას  პასუხი არის ერთი და გადაწყვეტილება მტკიცე – სანამ ის იქნება ქუთაისის მერი, ამ შეთავაზებას არ დათანხმდება არასდროს, რადგან ამას უნდა ჰქონდეს  ის დანიშნულება, რაც აქვს დღეს და ეს არ შეიცვლება არაფრის სანაცვლოდ”, – განაცხადეს ქუთაისის მერიაში.

მერიაში ამბობენ, რომ ჩაჩავამ მერს არსებული სიტუაცია გააცნო და აღნიშნა, რომ მას არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ჭიღვარია “ჰუალინგ ჯგუფს” 5 ივნისს შეხვდა და მათგან მიიღო დაპირება, რომ “ტორპედოში” 4 მილიონიან ინვესტიციას განახორციელებდნენ.

  • 73
  •  
  •  
  •  
  •