საქართველოს ათლეტიზმის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

საქართველოს ათლეტიზმის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტოკიოში გამართულ მსოფლიო პირველობაზე (18-25 მაისი), რომელშიც 40-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, საქართველომ 5 სპორტსმენით იასპარეზა.

წოლჭიმის ეროვნული ნაკრების წევრებს დღეს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე შეხვდა და ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა მიულოცა. შეხვედრას, სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან ერთად, ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ შიოშვილი ესწრებოდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში, ზურაბ ჭავჭანიძისა და შოთა ბეჟაშვილის გაწვრთნილმა ნაკრებმა უფროსებში მე-10, ხოლო 23 წლამდელთა შორის –  მე-7 ადგილი დაიკავა. 83 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დავით გაბელაია დაეუფლა, ხოლო 23 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ჯიმი ნანდოშვილი (83 კგ) გახდა, რომელმაც მსოფლიო რეკორდი (205.5 კგ) დაამყარა. 66 და 83 კგ წონით კატეგორიებში მე-7 ადგილებზე გავიდნენ გიორგი ბეჟაშვილი და შალვა ყარალაშვილი, ხოლო ლევან გილიგაშვილი (83 კგ) ტრავმის გამო გამოეთიშა ასპარეზობას.

 

  • 4
  •  
  •  
  •  
  •