ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ეკლესიიდან ცნობა წარადგინა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ერთ-ერთი მტიცებულების სახით, ეკლესიიდან ცნობა წარადგინა.

ცნობა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტერშია შედგენილი და ის ლევან ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხება.

ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა 21 აპრილს დააკავეს. ჩხრეკისას ბრალდებულისგან 0.5 გრამი კოკაინი და კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს.

ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული 10 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა.

  • 138
  •  
  •  
  •  
  •