ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის მანდატს დატოვებს

კოსტავას ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარის პოსტი დღეს დილით დაატოვებინეს

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნანა კოსტავა, რომელსაც ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის პოსტი დღეს დილით დაატოვებინეს, დეპუტატის მანდატსაც დატოვებს.

დეპუტატის თქმით, ის, ამასთან დაკავშირებით, განცხადებას ორშაბათს დაწერს.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა გუშინ, სოციალურ ქსელში, სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო შემდეგი წარწერით გააზიარა: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”.

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. მოგვიანებით, ნანა  კოსტავამ  სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.

 

  • 15
  •  
  •  
  •  
  •