დათა ქაჯაია TCR Europe-ს მესამე ეტაპზე 7-8 ივნისს იასპარეზებს

ქართველი მრბოლელი დათა ქაჯაია, TCR Europe-ს მესამე ეტაპზე, რომელსაც ბელგიის ცნობილი სპა-ფრანკოშამპის ავტოდრომი მასპინძლობს, 7-8 ივნისს იასპარეზებს.

ტურნრის მეორე ეტაპი 25-26  მაისს გერმანიაში, ჰოკენჰაიმის ტრეკზე ჩატარდა.

ქართველი მრბოლელი პრესტიჟულ ტურნირზე CUPRAS (იგივე SEAT) ბრენდით ასპარეზობს. ეს ეტაპიც, ისევე, როგორც ჩემპიონატის პირველი ორი რბოლა უნგრეთში, ძალიან დაძაბულად წარიმართა – სტარტი სულ 32-მა ავტომანქანამ აიღო, 1 წამის ინტერვალში ჯდება პირველი ოცეული.

წინასასეზონო ტესტების გა,ცდენის გამო, საკმაოდ გართულდა ქართველი მრბოლელის მანქანის ტექნიკური პარამეტრების ზუსტი მომართვა, გარკვეული გაუმართაობა აღმოაჩნდა ძრავსაც. კვალიფიკაციაზე ქაჯაიამ მხოლოდ 28-ე შედეგი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასტარტო ხაზიდან რბოლაც 28-ე პოზიციიდან იწყება. კარგი ბრძოლის და გასწრებების წყალობით დათამ პირველი რბოლა მე-17 ადგილზე დააფინიშა.

მეორე რბოლის წინ მოხერხდა ძრავის ახლით შეცვლა, რაც ჩემპიონატის რეგლამენტით ისჯება და მრბოლელი სასტარტო გრიდის ბოლო პოზიციაზე დგება. მეორე რბოლა 32-ე ადგილიდან მე -19 დავასრულეთ.

მრბოლელის გუნდი იმედოვნებს, რომ მესამე ეტაპზე მანქანა უკეთეს მდგომარეობაში იქნება, რაც, შესაბამისად, უკეთეს შედეგს განაპირობებს.

  • 391
  •  
  •  
  •  
  •