ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველივე შეხვედრა წააგო

მსოფლიოს მე-16 ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობა პირველივე წრეში წააგო და ტურნირის გამოეთიშა.

“როლან გაროსზე” ქრთველი ჩოგბურთელის მეტოქე არგენტინელი ხუან ლონდერო იყო, რომელსაც წინააღმდეგობა საერთოდ ვერ გაუწია და სამი სეტის წასაგებად მხოლოდ საათნახევარი დასჭირდა.

ლონდერომ, რომელიც მსოფლიო რეიტინგშ 85-ე პოზიციაზეა, ბასილაშვილს  4:6, 1:6, 3:6 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი კი ქართველი ჩოგბურთელის გარეშე გაგრძელდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა “როლან გაროსამდე” ლიონის მასტერსზე იასპარეზა, სადაც ფინალში გასვლის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან, თუმცა მსოფლიო კვალიფიკაციაში მე-16 ადგილამდე დაწინაურება მოახერხა.

  • 9
  •  
  •  
  •  
  •