იოკოძუნა კაკურიუ დამარცხებულია – ტოჩინოშინმა ოძეკობა დაიბრუნა! (ვიდეო)

ლევან გორგაძე ისევ ოძეკია!

ნაცუ ბაშოს ბოლოს წინა საშეჯიბრო დღეს, ქართველმა ტოჩინოშინმა მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ დოჰიოდან გადააგდო და ოძეკის ტიტული დაიბრუნა.

ამ მოგებით, ლევანს ბალანსი 10:4-ზე გაუხდა და წინა ბაშოზე დაკარგული წოდებაც დაიბრუნა.

გუშინ, აღმოსავლეთის მაეგაშირა ასანოიამასა და ტოჩის დაპირისპირებაში, მსაჯებმა შეცდომა დაუშვეს და ქართველის გამარჯვება წაგებად ჩათვალეს.

ტოჩინოშინმა შეხვედრა ძალიან აგრესიულად დაიწყო და სასურველ შედეგამდე მიიყვანა.

  • 3.1K
  •  
  •  
  •  
  •